Wednesday, June 5, 2013

პროექტის სახელი     -   „გადავარჩინოთ  სამყარო     Save The World”
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა უნდა აღწერონ დედამიწაზე არსებული გლობალური პრობლემები და შემდგომ მოძებნონ ამ პრობლემის გადაჭრის მათეული გზები .
პროექტის  სრული აღწერა: 
·         ჩაუტარდეთ მოსწავლეებს დისკუსია გაკვეთილზე ,რათა გამოავლინონ საკუთარი ცოდნა დედამიწაზე არსებული გლობალური პრობლემების შესახებ.
·         მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს YouTube-იდან გადმოწერილ  დოკუმენტურ ფილმს ,,კოსმოსიდან დანახული დედამიწა და ბუნებრივი კატაკლიზმები“, რათა  მეტი წარმოდგენა შეექმნათ იმ პლანეტის შესახებ, სადაც ცხოვრობენ და მეტად იფიქრონ დედამიწის პრობლემების გამომწვევ ფაქტორებზე.  ჩამოითვლება და დაკონკრეტდება ძირითადი პრობლემები, რომლის სიას ჩაინიშნავს ყველა.  დავყოთ მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით-იმდენი ჯგუფი იქმნება რამდენი ძირითადი პრობლემაცაა.  შემდეგ დაევალოთ თიოეულ ჯგუფს მოიძიონ ინფორმაცია google.ge-ს საშუალებით ,  რათა მეტად იყვნენ ინფორმირებული დავალების შესრულებისთვის. ასევე დაევალოთ დაწერონ დავალებად მიცემულ პრობლემაზე საკუთარი ხედვა და შესაძლო გამოსავალი.ატვირთონ Word-ის დოკუმენტზე, გააფორმონ შესაბამისი ფოტოებით და  გადმოგზავნონ ელ-ფოსტის საშუალებით.

·         მასწავლებელი ფოსტით მოგროვილი დოკუმენტებით ამზადებს საპრეზენტაციო სლაიდებს Powerpoint-ში.

·         მოსწავლეები ემზადებიან პრეზენტაციისთვის და გარე ღონისძიებას გეგმავენ,,სკოლის ეზოს დასუფთავება“
; ,,დარგე ხე“.
მოსწავლეები საპრეზენტაციოდ იღებენ ფოტოებს(სკოლის ეზოს დასუფთავებისას და ხის დარგვისას).

·         ბოლოს   პრეზენტაციით წარმოადგენენ პრობლემის აქტუალობას და პრეზენტაციას ამთავრებენ ვიდეო კლიპით”EARTH SONG”.


პროექტისტვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი; პროექტორი; ინტერნეტი ; საოფისე პროგრამები.

პროექტის ხელმძღვანელი:   მაგული ცაციაშვილი